აქტუალური
საქართველომ ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის 75% ჩინელებს მიჰყიდა

      საქართველო, 25 სექტემბერი, საქინფორმი. შემოდის ინფორმაცია, რომ საქართველოს ხელისუფლება, ფაქტობრივად, უარს ეუბნება ქართულ კომპანიებს ქვეყნის უმსხვილესი  ინდუსტრიული და საპორტო ზონების მართვაზე, იმიტომ რომ ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ყველა აქტივის 75%-ს სამართავად გადასცემს  ჩინურ ენერგეტიკულ კომპანია CEFC-ს (China Energy Company Ltd.). ეკონომიკური განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ შესაბამის დოკუმენტებს ხელი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ჩატარებულ ჩინეთ-საქართველოს ეკონომიკურ ფორუმზე მოაწერა. ამგვარად, ქართულმა სახელმწიფომ ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის მისი კუთვნილი აქტივების ლომის წილი უცხოურ კომპანიას მიჰყიდა.
საინფორმაციო სააგენტო Sputnik-Грузия-ს მინისტრ გიორგი გახარიას განცხადება მოჰყავს: „შეთანხმება ითვალისწინებს ფოთის ინდუსტრიული ზონის კომპანია CEFC-ის მიერ მართვას,  ფოთის ინდუსტრიული ზონის 75%-ის გაყიდვას, რომლებიც დღეს სახელმწიფოს ეკუთვნის“.
თავისუფალი ინდუსტრიული ზონა ფოთში 2011 წელს შეიქმნა. ხუთი წლის შემდეგ ოფიციალურმა თბილისმა განაცხადა, რომ თავისუფალი ზონის მართვა არადამაკმაყოფილებლად მიმდინარეობს და აქტივების ნაწილის სახელმწიფოსთვის დაბრუნება, შემდეგ კი, ფაქტობრივად, ხელმეორე პრივატიზაცია გამოაცხადა. ინდუსტრიული ზონის აქტივების ძირითადი ნაწილის ახალ ინვესტორად (ფაქტობრივად კი, მფლობელად) გახდომა ჩინეთმა გადაწყვიტა, უფრო სწორად, ხსენებულმა ჩინურმა კომპანია CEFC-მა.
ცნობისათვის: ჩინეთი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების სამეულში შედის. მაგალითად, ქართული ღვინის შესყიდვით ჩინეთი რუსეთის ფედერაციის შემდეგ მეორე ადგილზეა.