სამართალი
საფრანგეთის მოქალაქის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავებულია

arrest_teenagerროგორც შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, დაკავებულია საფრანგეთის მოქალაქის სტეფან კოჰის მკვლელობაში ბრალდებული არასრულწლოვანი პირი.

დაკავებულმა, რომელიც შსს–ის ცნობით, აღიარებს დანაშაულს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, საკუთარ ნომერში, დანის გამოყენებით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა სტეფან კოჰს, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. ამოღებულია დანაშაულის იარაღი და მოკლულის ოთახიდან მოპარული ნივთები.

გავრცელებული ინფორმაციით, სტეფან კოჰი იმ ფრანგულ კომპანიაში მუშაობდა, რომელიც თბილისის მერიასთან ერთად სატრანსპორტო მარშუტების რეგულაციების პროექტს ახორციელებს.