საზოგადოება
ყოფილი ევროპარლამენტარი ბრიუსელში ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების დაპატიჟებას გეგმავს

      საქართველო, 22 სექტემბერი, საქინფორმი. ევროპარლამენტის ყოფილი დეპუტატი ოკუპირებულ ცხინვალში ჩავიდა. ჯულიეტო კიეზა ადგილობრივ ტეელევიზიასთან ინტერვიუში ამბობს, რომ ევროპარლამენტში დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლების ვიზიტს დაგეგმავს.
კიეზას აზრით, ვიზიტი რთულად განსახორციელებელია, თუმცა მას ევროპარლამენტში დეპუტატების ნაწილის მხარდაჭერის იმედი აქვს. ყოფილი დეპუტატი ამბობს, რომ დაპატიჟების მიზანია ევროპარლამენტში დე ფაქტო პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა და ოკუპირებული ცხინვალის ისტორიის შესახებ საუბარი.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრები არასერიოზულად აღიქვამენ ჯულიეტო კიეზას განცხადებას, ხოლო ოპოზიციის თქმით, თუკი ვიზიტი შედგა, ეს იქნება ქართული დიპლომატიის მორიგი კრახი.