უცხოეთი
ერდოღანი ტრამპის მეგობარი გახდა

     საქართველო, 22 სექტემბერი, საქინფორმი. აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თურქ კოლეგას, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მოღვაწეობა შეაფასა და მას მეგობარი უწოდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
“ერდოღანი ჩემი მეგობარი გახდა. ვფიქრობ, ახლა ისე ახლოს ვართ ერთმანეთთან, როგორც არასდროს“, თქვა ამერიკის 45-ე პრეზიდენტმა ნიუ იორკში, გაეროს ასამბლეის ფარგლებში გამართულ ერთ-ერთ ღონისძიებაზე.
ცნობისთვის, ზუსტად ერთ კვირაში, 28 სექტემბერს თურქეთის პრეზიდენტი და რუსეთის ლიდერი, ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს შეხვდებიან. ამ წელს ეს მათი უკვე მეორე შეხვედრა იქნება. პირველი სოჭში, 3 მაისს შედგა.


imedinews.ge