პოლიტიკა
აფხაზეთი გაეროს ტრიბუნას ითხოვს

      საქართველო, 22 სექტემბერი, საქინფორმი. აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიუ გუტერეშს წერილით მიმართა, სადაც გაეროს ტრიბუნიდან დე-ფაქტო წარმომადგენლის გამოსვლას ითხოვს. ამის შესახებ დე-ფაქტო საგარეო უწყების ვებგვერდი იუწყება. 
ამ განცხადების მიხედვით, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე პოლონეთის, სლოვაკეთის, თურქეთის. ლიტვის და ესტონეთის წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და ადამიანის უფლებების დარღვევაზე ისაუბრეს. დე-ფაქტო საგარეო უწყება წერს, რომ ამით გამოიხატა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან აფხაზეთის მოსახლეობის პოზიციების იგნორირება. 
აუცილებელია გაეროს სტრუქტურების მუშაობაში აფხაზეთის წარმომადგენლების მონაწილეობა. გაეროს ტრიბუნიდან აფხაზეთის პოზიციის გაჟღერება აფხაზეთსა და საქართველოს შორის თანაბარუფლებიანი დიალოგის დაწყებას და კონფლიქტის მოგვარებას შეუწყობს ხელს, - მიიჩნევენ დე-ფაქტო აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში
მათივე განცხადებით, ევროპული ქვეყნების ლიდერებისაკუთარი პოლიტიკური ილუზიების ტყვეობაში არიან და იმ პროპაგანდით ხელმძღვანელობენ, რასაც მსოფლიო საზოგადოებას საქართველო ახვევს თავს.“