აქტუალური
გოგონა პენუარით, მოდელი და სტიქაროსანი - მამა გიორგის საბოლოო სიტყვის ნაწყვეტი ექსკლუზიურად „ტვ პირველმა" გაავრცელა! (ვიდეო)

      საქართველო, 22 სექტემბერი, საქინფორმი. „ციანიდის საქმის“ კიდევ ერთი სკანდალური ნაწილი დახურული სასამართლო სხდომიდან - „ტვ პირველი“ ექსკლუზიურ მასალას აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძე გამომძიებლებმა საკანში ფოტოები მიუტანეს, რომლებზეც პენუარში ჩაცმული გოგონა იყო. სწორედ ამ ფოტოების გამო დაიხურა სასამართლო პროცესი. დეკანოზი აცხადებს, რომ ამ ფოტოებში სკანდალური არაფერია, რადგან ისინი გოგონას სოციალურ ქსელში აქვს გამოქვეყნებული. ერთ-ერთ ფოტოზეა სტიქაროსანი, რომელიც სამოდელო საქმიანობით არის დაკავებული. მესამე ფოტო პირადად დეკანოზს ეკუთვნის, სადაც ის გოგონას კოცნის. ერთ-ერთი ფოტო კი, მამა გიორგის განცხადებით, ქერათმიანი გოგონას ფოტოკოლაჟია, რომელიც მისი ნათესავია.
დეკანოზი აცხადებს, რომ პატრიარქს და მისი დაცვის უფროსს მის პირად ცხოვრებასთან დაკავშირებით არასწორ ინფორმაციას აწვდიდნენ. დეკანოზმა მიმართა მოსამართლე ბუგიანიშვილს, რომ დასამალი არაფერი ჰქონდა და მოუწოდა, აღმოეფხვრა პროკურორის უკანონო ქმედებები. მან საგამოძიებო სტრუქტურების მოქმედებას უსირცხვილო და უმსგავსო უწოდა (ვიდეო იხ. აქ).