პოლიტიკა
საქართველოს ხელისუფლების უყურადღებობის გამო დაკავებულებს განსაზღვრულზე მეტი ხნით უწევთ პატიმრობაში ყოფნა! საზღვრის გადაკვეთის შესახებ არ გვაფრთხილებენ!

      საქართველო, 22 სექტემბერი, საქინფორმი. ქართველი ადასტურებს იმას, რაზეც რუსები და ოსები სულ გვაფრთხილებდნენ - ცხინვალის ციხიდან გათავისუფლებული ალექსი ადეიშვილი საქართველოს ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს. გამართულ პრესკონფერენციაზე ალექსი ადეიშვილმა განაცხადა, რომ დუშეთის რაიონის სოფელ ოძისში 17 სექტემბერს თევზაობდა, როდესაც რუსმა მესაზღვრეებმა საზღვრის დარღვევისათვის დააკავეს. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება დაკავებულის მდგომარეობით არ დაინტერესებულა და არც მისი გათავისუფლების საკითხზე მოლაპარაკების პროცესში ჩართულა.
მისი თქმით, საზღვარზე  საქართველო მოქალაქეებს საზღვრის გადაკვეთის შესახებ არ აფრთხილებენ. ალექსი ადეიშვილის განცხადებით, ზოგი დაკავებული ადმინისტრაციული ჯარიმის თანხას დროულად ვერ იხდის, რის გამოც პატიმრობაში რჩებ.