საზოგადოება
პრეზიდენტი საკონსტიტუციო რეფორმით მაშინ დაინტერესდა, როდესაც პროცესი თითქმის დასრულებულია! - არჩილ თალაკვაძე

      საქართველო, 21 სექტემბერი, საქინფორმი. პრეზიდენტს შევთავაზეთ საკონსტიტუციო კომისიაში ჩართვა. თავიდან, სამწუხაროდ, მან უარი განაცხადა, ამ პროცესის მონაწილე ყოფილიყო. როდესაც პროცესი უკვე ბოლოში არის მისული, ის საკონსტიტუციო ცვლილებებით ახლა დაინტერესდა. მას სურს, რომ ჩართული იყოს ამ პროცესში. რა თქმა უნდა, ჩვენ მადლობას ვუხდით არასამთავრობო ორგანიზაციებს, ოპოზიციურ პარტიებს, ექსპერტებს და პრეზიდენტის ადმინისტრაციას, რომ ასე აქტიურად არიან ჩართულები და დაინტერესებულები საკონსტიტუციო ცვლილებებით", - აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ.