სამართალი
საქართველოს მთავარ პროკურატურაში დაიწყო გამოძიება ფონდი “იავნანას“ ხელმძღვანელი პირების მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტზე

      საქართველო, 21 სექტემბერი, საქინფორმი. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტის განცხადება, სადაც განმცხადებელი მიუთითებდა, რომ ფონდ “იავნანას” ხელმძღვანელი პირების მხრიდან, შესაძლოა, ადგილი ჰქონოდა საქველმოქმედო მიზნებისათვის მოპოვებული თანხების არამიზნობრივად ხარჯვასა და მართლსაწინააღმდეგო მითვისებას. 
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182- მუხლის მეორე ნაწილისდა მესამე ნაწილისქვეპუნქტებით მიმდინარეობს. საქმეზე ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებ. გამოძიების შედეგების შესახებ ეცნობება საზოგადოებას", - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.