აქტუალური
საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია „ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელის“ სარჩელს განიხილავს

      საქართველო, 21 სექტემბერი, საქინფორმი. ორგანიზაციის წევრები ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონის იმ რეგულაციას ასაჩივრებენ, რომელიც მოხმარებისა და ნარკოტიკული საქმიანობის ხელშეწყობისთვის თავისუფლების აღკვეთასთან ერთად, დანაშაულში ბრალდებულ პირებს ავტომატურად ართმევს სატრანსპორტო საშუალების მართვის, ფარმაცევტული, საადვოკატო, პედაგოგიური და სხვა სახის საქმიანობის, ასევე სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დასაქმების უფლებას.
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო რეგულაცია ლახავს პიროვნების ღირსებას, ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-16 და მე-17 მუხლებს, ასევე შრომის უფლებას. მოსარჩელის უფლებას ორგანიზაცია „იემსი“ იცავს.
საქართველოში ათიათასობით ადამიანი ამ კანონის გამო მოკლებულია საშუალებას, მოახდინოს საკუთარი თავის რეალიზაცია, მოახმაროს თავისი შესაძლებლობები საკუთარ თავს და ოჯახს“, - განაცხადა „ნარკოტიკების მომხმარებელთა საქართველოს ქსელის“ წარმომადგენელმა კოკა ლაბარტყავამ.