უცხოეთი
დონალდ ტრამპი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა

      საქართველო, 20 სექტემბერი, საქინფორმი. დონალდ  ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტის რანგში გაეროს გენერალურ ასამბლაზე სიტყვით პირველად გამოვიდა. 
თეთრი სახლის ლიდერმა რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხებზე გაამახვილა ყურადღება. ტრამპი ჩრდილოეთ კორეას კიდევ ერთხელ დაემუქრა და განაცხადა, რომ თუ ფხენიანი მის ქვეყანას რეალურ საფრთხეს შეუქმნის, აშშ მას მთლიანად გაანადგურებს. 
"აშშ-ის დიდი მოთმინების უნარი აქვს, თუმცა თუ გვაიძულებენ დავიცვათ საკუთარი თავი და მოკავშირეები, ჩვენ არ დაგვრჩება შანსი გარდა იმისა, რომ ჩრდილოეთ კორეა მთლიანად გავანადგუროთ. ადამიანი რაკეტა (კიმ ჩენ ინი) "სუიციდის" რეჟიმს ასრულებს"- განაცხადა ტრამპმა.
ამასთან, პრეზიდენტის თქმით, ვაშინგტონი იმედოვნებს რომ სხვა ქვეყნებთან მეგობრული ურთიერთობები ექნება და არა კონფლიქტი.
დონალდ ტრამპმა ყურადღება გაამახვილა აგრეთვე კუბასთან და ვენესუელასთან ურთიერთობებზე.  გარდა ამისა, მან ირანთან ბირთვულ შეთანხმებაზე  ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს შეთანხმება აშშ-სთვის საზიანოა.
თეთრი სახლის ლიდერმა ტერორიზმზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ აშშ ისლამური ესტრემიზმის შეჩერებას შეძლებს. 
"ჩვენ შევაჩერებთ ისლამურ ექსტრემიზმს, რადგან არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ მათ ჩვენი ქვეყანა და მთელი მსოფლიო ტერორში ამყოფონ"-განაცხადა დონალდ ტრამპმა.