სამართალი
საქართველო, 20 სექტემბერი, საქინფორმი. თემქაზე დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი ამერიკის მოქალაქეა - თემქის №5 საავადმყოფოში, სადაც 26 წლის ზვიად ლურსმანაშვილის ოპერაცია გუშინ დასრულდა, შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენლები მივიდნენ. არცერთ მათგანს საქმის დეტალებზე არ უსაუბრია. თვითმხილველები ყვებიან, რომ დაჭრილი მამაკაცი გოგონასთან ერთად იმყოფებოდა.
ახალგაზრდა მამაკაცს ჯერ ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, შემდეგ კი დანა დაარტყეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ექიმები განმარტებას მოგვიანებით გააკეთებენ.