პოლიტიკა
ევროკავშირი მხარს უჭერს ყველა იმ პროცესს, რაც დაკავშირებულია საქართველოს ევროპულ ოჯახში ინტეგრაციასთან

      საქართველო, 20 სექტემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა განაცხადა. ნიუ-იორკში, გაეროს შტაბბინაში საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-ევროკავშირის ორმხრივ ურთიერთობას, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ყველა იმ პროცესისადმი, რაც დაკავშირებულია საქართველოს ევროპულ ოჯახში ინტეგრაციასთან.