საზოგადოება
თბილისში დაგეგმილ საქველმოქმედო მატჩში მონაწილეობას კახა კალაძეც მიიღებს

      საქართველო, 20 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით დაგეგმილ საქველმოქმედო მატჩში, რომლიდან შემოსული თანხაც ბორჯომის ტყის დამწვარი ტერიტორიის აღდგენას მოხმარდება, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე მიიღებს მონაწილეობას.
„მივესალმები იმ ფაქტს, რომ ეს შეხვედრა 29 სექტემბერს გაიმართება. დადასტურებულად შემიძლია ვთქვა, რომ შეხვედრაში მონაწილეობას მივიღებ, რაც სასიამოვნო ფაქტია, რადგან ფეხბურთი ჩემთვის ყველაფერია. თუ რაიმე წარმატებას მივაღწიე და შევქმენი, ამ სპორტის დამსახურებაა. ძალიან მიხარია, რომ ჩემი თანაგუნდელები, ვისთან ერთადაც ძალიან ბევრ წარმატებას მივაღწიე, საქართველოში ჩამოვლენ და საქველმოქმედო შეხვედრაში მიიღებენ მონაწილეობას“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისს მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები ესტუმრებიან. ერთმანეთს მასპინძელი - GFF-11 და „მსოფლიოს 11“ დაუპირისპირდებიან.