პუბლიკაციები
გივი სომხიშვილი: „ჩვენი გმირი“ (კარლო კალაძის ლექსის მოტივზე)

     მიშას სურდა ჩვენი ტანჯვა ენახა,
სიკეთე და ყველაწმინდა შელახა,
მისი ძალადობიის დამამხობელი,
ჭორვილელო, აღზევებავ შენახარ.

ჩვენი მხსნელი გიწოდეთ,
ხელიც გამოგიწოდეთ,
გაგვაწბილე, იცოდე,
ადრე  რჩეულო. 

შენმა საქმემ საჯიშედ ვერ ივარგა,
ეგ შერცხვენა გულით არ გაგვიხარდა,
მაგრამ იცი? დაწყევლად ვერ გიმეტებთ,
შენ მაძღარი დაპირება გიყვარდა.

ჩვენი მხსნელი გიწოდეთ,
ხელიც გამოგიწოდეთ,
გაგვაწბილე, იცოდე,
ადრე რჩეულო.

რომ მოგანდეთ ეგ პირბასრი ხმალია,
განა მყრალი მტაცებელის ძვალია?!
გამოფხიზლდი, შორიდან რომ გიყურებთ.
შერჩენილი ნდობის ნაპერწკალია.                    

ჩვენი მხსნელი გიწოდეთ,
ხელიც გამოგიწოდეთ,
გაგვაწბილე, იცოდე,
ადრე  რჩეულო.