უცხოეთი
აშშ საჭიროების შემთხვევაში, ჩრდილოეთ კორეას გაანადგურებს - ნიკი ჰეილი

      საქართველო, 19 სექტემბერი, საქინფორმი.  შეერთებული შტატები საჭიროების შემთხვევაში ჩრდილოეთ კორეას გაანადგურებს. განცხადებია ამის შესახებ გაეროში ამერიკის ელჩმა ტელეკომპანია CNN-სთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა. ნიკი ჰეილის თქმით, თუკი ოფიციალური ფხენიანი უპასუხიმგებლო ქმედებებს განაგრძობს, ხოლო შეერთებულ შტატებს საკუთარი თავისა და მოკავშირეების დაცვა მოუწევს, ჩრდილოეთ კორეას განადგურება ემუქრება. მისი თქმით, შეერთებული შტატები ვითარების დარეგულირებას დიპლომატიური გზებით შეეცდება. "თუ ეს არ იმუშავებს, ამ საკითხს გენერალი მატისი მიხედავს," - განაცხადა ნიკი ჰეილიმ.