სამართალი
„პატრიოტთა ალიანსის“ აქცია რუსთაველზე - ორგანიზატორებმა პარლამენტის შენობის წინ შიმშილობა დაიწყეს

       საქართველო, 19 სექტემბერი, საქინფორმი. ვარდების მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით „პატრიოტთა ალიანსის“ საპროტესტო აქცია-მსვლელობა გაიმართა. როგორც პარტიაში აცხადებენ, მათი მოთხოვნები შემდეგია:
- საქართველოს კონსტიტუციაში მკაფიოდ ჩაიწეროს, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა სახელმწიფოს უპირველესი ამოცანაა;
- კონსტიტუციაში ჩაიწეროს, რომ ახალგაზრდა თაობაში ეროვნული ცნობიერებისა და ქართული აზროვნების ჩამოყალიბება სახელმწიფოს უპირველესი ვალდებულებაა;
- უნდა აღდგეს ჩანაწერი, რომლის თანახმადაც კულტურული მემკვიდრეობის დაცვა თითოეული მოქალაქის ვალდებულებაა;
- სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არც მფლობელი და არც დამქირავებელი არ შეიძლება იყოს უცხოელი;
- მაჟორიტარული საარჩევნო სისტემა უნდა გაუქმდეს;
- შეიქმნას სახელმწიფო კომისია, რომელიც დაიწყებს მუშაობას ახალი პოლიტიკური ფორმატის "საქართველო-ნატო-რუსეთის" ამოქმედებაზე და ამავე კონტექსტში დაიწყოს პირდაპირი დიალოგი სოხუმთან, ცხინვალთან და მოსკოვთან;
- შეიქმნას საბანკო გადასახადების მარეგულირებელი კომისია, რომელიც დაარეგულირებს ჯამში ყველა საბანკო გადასახადს წლიურად და ეს გადასახადი დოლარში უნდა იყოს 6%, ხოლო ლარში - 9%. იგივე უნდა ეხებოდეს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს.