პოლიტიკა
“ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, პრემიერმა კვირიკაშვილმა ზუგდიდში სამეგრელო-ზემო სვანეთის მერობის კანდიდატები წარადგინა

      საქართველო, 19 სექტემბერი, საქინფორმი. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნების“ სახელით ამ რეგიონში მერობის 9 კანდიდატი იბრძოლებს.
მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, ზუგდიდის  მერობის კანდიდატი ლაშა გოგია იქნება, მესტიის - კაპიტონ ჟორჟოლიანი, ფოთის - გოჩა კურდღელია, აბაშის - ლევან მაკალათია, სენაკის - ლევან კუპრეიშვილი, მარტვილში - ალექსანდრე გრიგალავას, ხოლო ხობში გოჩა ქაჯაიას კანდიდატურები დასახელდა; წალენჯიხის მერობის კანდიდატი ბესიკ ფარცვანია იქნება, ჩხოროწყუს კი - დავით გოგუა.
„ეს ადამიანები მზად არიან, იზრუნონ თითოეული თქვენგანის და თქვენი ოჯახების კეთილდღეობისთვის. მზად არიან იმისათვის, რომ ეს ულამაზესი რეგიონი გახდეს კიდევ უფრო ლამაზი და გაბრწყინებული. დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა კანდიდატების წარდგენისას.



მთავრობის მეთაურმა
მერობის კანდიდატები უკვე წარადგინა იმერეთში, კახეთში, გურიასა და აჭარაში.