აქტუალური
დავით კეზერაშვილი, რომელმაც ყაჩაღობით იშოვა ფული, დღეს „ევროპულ საქართველოს“ აფინანსებს! - ნიკა მელია

       საქართველო, 19 სექტემბერი, საქინფორმი. "ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია აცხადებს, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი, რომელმაც ყაჩაღობით, ქურდობით და ძარცვით იშოვა ფული, დღეს ევროპულ საქართველოს აფინანსებს.  
"მე არ მიღირს პოლიტიკაში ყოფნა, რომ რაღაცებზე დავხუჭო თვალი. როგორ შეიძლება, რა საშუალებით შეიძლება გახდე მულტიმილიონერი. დღესაც ეს ბატონი არათუ ავითარებს ბიზნესსუფრო და უფრო მდიდრდება, იგი არის ბიძინა ივანიშვილის ბიზნესპარტნიორი, ეს არის ორჯერ ორი ოთხი. კარგი საქმით რომ არ არის დაკავებული ეს ადამიანი და არ იქნება არასოდეს, ესეც ფაქტია. დანამდვილებით ვიცი, რასაც ვამბობ. სამწუხარო ფაქტია, რომ ასეთი ადამიანი იყო წინა ხელისუფლების პირობებში. ბუნებრივია, რომ კეზერაშვილი გამდიდრებულია ხალხისთვის მოპარული ფულით და ვისაც ეს გულ მოხვდა, ეს მათი პრობლემაა", - განაცხადა ნიკა მელიამ.