აქტუალური
ინდმეწარმეებს ახალი თავსატეხი გაუჩნდათ

finance-ministerინდმეწარმეებისთვის სასაქონლო ზედნადების ახალი ფორმის გამოყენება სავალდებულო 15 თებერვლიდან გახდება. “გადასახადების ადმინისტრირების შესახებ” ბრძანებას კახა ბაინდურაშვილმა 31 დეკემბერს საღამოს მოაწერა ხელი და კანონი მეორე დღესვე, 1 იანვრიდან, ამოქმედდა. აქედან გამომდინარე, გაუქმებულია სასაქონლო ზედნანდების ძველი ფორმა. თუმცა ინდმეწარმეები ამის შესახებ მხოლოდ რამდენიმე დღის წინათ გააფრთხილეს. რამაც მათი შეშფოთება გამოიწვია. თუმცა, როგორც ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, ძველი ფორმების გამოყენებისთვის 15 თებერვლამდე არავის დააჯარიმებენ. როგორც ჩანს, ამ ფორმით მთავარი ფინანსური უწყება საკუთარი დაუდევრობის საზიანო შედეგების გამოსწორებას ცდილობს.