სამართალი
50-დღიანმა სიცოცხლისთვის საშიშმა თამაშმა ბოლო პერიოდში საქართველოში კიდევ 2 არასრულწლოვანი იმსხვერპლა!

       საქართველო, 19 სექტემბერი, საქინფორმი. ფსიქოლოგების თქმით კი, მსხვერპლის რიცხვი გაცილებით მეტია. ბავშვები დავალებებს ინტერნეტის ან სატელეფონო ზარის მეშვეობით, ე.წ. მასტერებისგან იღებენ. თამაშში ჩართულები მას უკვე ვერ წყვეტენ, რადგან ე.წ. მასტერები მათ აშინებენ, ემუქრებიან, ეუბნებიან, რომ მათი მშობლები დაიხოცებიან.
სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ასეთი საშიში თამაშებისგან ბავშვების დაცვაზე არავინ ზრუნავს და აცხადებენ, რომ შესაბამისი პრევენციული მოქმედებები უნდა განხორციელდეს.
არასრულწლოვანთა თვითმკვლელობის საქმეებს სამართალდამცველები იძიებენ. „პოსტსკრიპტუმის“ ინფორმაციით, ერთ-ერთი ვერსია საშიში თამაშებია.