სამართალი
საქართველოს მოქალაქე სარფის სასაზღვრო პუნქტის გავლით 27 წლის ქალის ჩემოდნით გადმოყვანის მცდელობისას დააკავეს

      საქართველო, 18 სექტემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ თურქული მედია წერს და შესაბამის ვიდეომასალას ავრცელებს.
მედიის ცნობით, საპასპორტო კონტროლის დროს 46 წლის მამაკაცი (დ.ს.) საზღვარზე დიდი ჩემოდნით გადაადგილდებოდა. მოგვიანებით თურქულმა პოლიციამ ჩემოდანში 27 წლის რუსეთის მოქალაქე აღმოაჩინა. თურქული მედიის ინფორმაციით, მიმდინარე წლის მაისში ანტალიის რეგიონში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ავტომობილს სწორედ აღნიშნული რუსი ქალი მართავდა. ძიების დასრულებამდე კი საზღვარზე დაკავებულ ქალს თურქეთის ტერიტორიის დატოვება ეკრძალებოდა.