აქტუალური
საქართველო, 18 სექტემბერი, საქინფორმი. 2017 წლის გასულ რვა თვეში საქართველოში 5 მილიონზე მეტი უცხოელი ვიზიტორი შემოვიდა, რაც 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18.9%-ით მეტია, ხოლო იანვარ-აგვისტოში უცხოელი ტურისტების მიერ საქართველოში დახარჯული თანხა 1.86 მილიარდ დოლარს შეადგენს, - იუწყება საქართველოს ეროვნული ბანკი.
ყველაზე მეტი - ერთი მილიონი ვიზიტორი - საქართველოში აგვისტოში შემოვიდა. ამ თვეში ტურისტებმა 391 მილიონი დოლარი დახარჯეს (წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 31%-ით მეტი).