უცხოეთი
ვაშინგტონში თურქეთისთვის სანქციების შემოღება მოითხოვეს - C-400

     საქართველო, 18 სექტემბერი, საქინფორმი.  გავლენიანი ამერიკელი დემოკრატი სენაროტი ბენ კარდინი თეთრ სახლს სთავაზობს თურქეთის წინააღმდეგ გამოიყენოს და დაფიქრდეს ღირს თუ არა თურქეთის მონაწილება ნატოში. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა პოლიტიკო სენატორის წერილზე დაყრდნობით ავრცელებს. სენატორი წერს რომ თურქეთის გადაწყვეტილება შეიძინოს რუსეთისგან სარაკეტო კომფლექტი C-400 ანკარისთვის საზიანოა, რადგან ამით ვაშინგტონოს მიერ მოსკოვისთვის დაწესებული საქციები ირღვევა.
სენატორი თავის წერილში წერს, რომ ერთი თვის წინ მიღებული კანონპროექტი ითვალისწინებს სანქციების მიღებას:
,,ყველას მიმართებაში ვინც ახორციელბს სრულ გარიგებებს რუსეთის თავდაცვით და სადაზვერვო სექტორებთან“. მოსკოვმა და ანკარამ C-400 შეძენის შესახებ შეთანხმებას ხელი სამშაბათს მოაწერეს. ამასთან დაკავშირებით, ნატოს გენერალურმა მდივანმა გააკეთა კომენტარი რომ ანკარას ნატო შეძენის შესახებ არ გაუფრთიხლებია. თუმცა ალიანს წევრ სახელმწიფოებს აქვთ შესაძლობლობა ჰქონდეთ საკუთარი სისტემები. ერდოღანმა კი ვაშინგტონზე კრიტიკის კომენტირებისას ჯერ კიდევ ორი დღის წინ განაცხადა რომ თურქეთს აქვს უფლება დამოუკიდებლად გადაწყვიტოს ამა თუ იმ შეძენის შესახებ.