აქტუალური
რესპუბლიკურმა პარტიამ თბილისის საკრებულოს არჩევნებისთვის საარჩევნო სიის მეორე ხუთეული წარადგინა, რომელშიც ლგბტ აქტივისტი ნინო ბოლქვაძეც შედის!

     საქართველო, 18 სექტემბერი, საქინფორმი. ნინო ბოლქვაძე იურისტია და წლებია, ლგბტ აქტივიზმითაა დაკავებული. მას საჯარო სივრცეში აქვს დაფიქსირებული, რომ ლესბოსელია. ეს საქართველოს არჩევნების ისტორიაში პირველი შემთხვევაა.
გარდა ნინო ბოლქვაძისა,  პარტიის თავმჯდომარემ ხათუნა სამნიძემ წარადგინა შემდეგი კანდიდატები: ტრისტან ჯინჭარაძე, თინა გელეყვა, გიორგი ჭაღიაშვილი და გიორგი ჩუბინიძე.
რესპუბლიკურმა პარტიამ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიის პირველ ხუთეული 6 სექტემბერს წარადგინა:
1. ხათუნა სამნიძე
2. მიხეილ ჩემია
3. დავით ზურაბიშვილი
4. თამარ კორძაია
5. ლაშა ომარაშვილი