უცხოეთი
მიხეილ სააკაშვილმა კიევში ჩასვლა 17 ოქტომბრამდე გადადო

     საქართველო, 18 სექტემბერი, საქინფორმი. ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა კიევში ჩასვლა ოქტომბრამდე გადადო. ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა. „ჩვენ გადავწყვიტეთ შეუერთდეთ სამოქალაქო აქტივისტების ინიციატივას და კიევში 17 ოქტომბერს შევიკრიბოთ. ჩვენ გვექნება სამი მოთხოვნა: ანტიკორუფციული სასამართლოების შექმნა, სადეპუტატო ხელშეუხებლობის გაუქმება და ახალი საარჩევნო კანონის მიღება. დანარჩენ მოთხოვნებს მთელი უკრაინის მასშტაბით შევაგროვებთ,“- დაწერა სააკაშვილმა. მისი განცხადებით, ის უკრაინის რეგიონებს შემოივლის და მოსახლეობასთან ერთად ჩამოაყალიბებს მოთხოვნებს. მანამდე, მიხეილ სააკაშვილი აცხადებდა, რომ  19 სექტემბრს კიევში ჩავიდოდა და უმაღლესი რადას შენობასთან მიტინგს გამართავდა. 10 სექტემბერს, მიხეილ სააკაშვილმა, რომელსაც უკრაინაში მოქალაქეობა გაუუქმეს, მხარდამჭერებთან ერთად უკრაინაში პოლონეთ-უკრაინის საზღვარის ძალით, მესაზღვრეების კორდონის გარღვევის შემდეგ შეაღწია. მიხეილ სააკაშვილი ოდესის ოლქს 2015 წლის მაისიდან 2016 წლის ნოემბრამდე ხელმძღვანელობდა. 2004 წლიდან 2013 წლამდე ის საქართველოს პრეზიდენტი იყო, სადაც მის წინააღმდეგ კორუფციის ბრალდებით სისხლის სამართლის რამდენიმე საქმეა აღძრული. მასზე საქართველოს ტერიტორიაზე გამოცხადებულია ძებნა. თბილისი კიევს სააკაშვილის გადმოცემას სთხოვს.
5 სექტემბერს, უკრაინის იუსტიციის მინისტრის მოადგილემ პეტუხოვმა განაცხადა, რომ საქართველომ უკრაინას მიმართა სააკაშვილის ძებნასთან, დაპატიმრებასა და ექსტრადირებასთან დაკავშირებით.