სამართალი
8 სექტემბერს კიევის ცენტრში მომხდარი აფეთქებისას გარდაცვლილი თემურ მახაური პანკისის ხეობაში სოფელ დუისში დაკრძალეს

     საქართველო, 18 სექტემბერი, საქინფორმი. დუისში ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის თამარ მარგოშვილის თქმით, თემურ მახაური საქართველოში, სავარაუდოდ, 12 სექტემბერს ჩამოასვენეს და იმავე დღეს დაკრძალეს. 
"სოფელ დუისის მცხოვრებლები ადასტურებენ, რომ პაპასკირი აღნიშნულ სოფელში ჩამოასვენეს და დაკრძალეს. კვირის რომელ დღეს იყო, დანამდვილებით ვერ გეტყვით, მაგრამ, სავარაუდოდ, სამშაბათს ჩამოასვენეს და ამავე დღეს დაკრძალეს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, დაკრძალვისას სოფელში მანქანების დიდი კოლონა შემოვიდა", - განაცხადა თამარ მარგოშვილმა.