აქტუალური
ელექტროენერგიის ექსპორტით სახელმწიფო შემოსავალს ვერ იღებს

eleqtroenergiaმთავრობა ელექტროენერგიის ექსპორტის გაზრდას გეგმავს. თუმცა, როგორც ექსპერტები აცხადებენ, არსებული საექსპორტო სქემით სახელმწიფო მნიშვნელოვან შემოსავალს კარგავს. რადგან ელექტროენერგია ექსპორტზე იაფად გადის, სხვაობას შუამავალი კომპანიები იღებენ და სახელმწიფოს თითქმის არაფერი რჩება.

საქსტატის ინფორმაციით, 2010 წელს 36,537 მილიონი დოლარის ელექტროენერგიის ექსპორტი განხორციელდა. ენერგეტიკის სამინისტროს მონაცემებით კი, ექსპორტზე 1,5 მილიარდი კვტ/საათი ელექტროენერგია გავიდა. ანუ, ერთი კილოვატი საათი ელექტროენერგიის ფასი 2,4 ცენტი (4,3 თეთრი) გამოდის. სახელმწიფო ელექტროენერგიას გენერაციის ფასად ყიდის, მაშინ, როცა ადგილობრივ მოსახლეობას კილოვატსაათში 17 თეთრის გადახდა უწევს.