პოლიტიკა
საქართველოს ახალი კონსტიტუციის ბედი ევროპაში ნახევარი წელი წყდება...

     საქართველო, 18 სექტემბერი, საქინფორმი. როგორც ცნობილია, მესამე მოსმენისას კანონპროექტში მხოლოდ რედაქციული ცვლილებების შეტანაა შესაძლებელი, თუმცა ჩვენ გვითხრეს, რომ ტექსტში, შესაძლოა, ცვლილებები შევიდეს“, - განაცხადა ვენეციის კომისიის მდივანმა ტომას მარკერტმა.  ინფორმაციას ipn ავრცელებს.
რაც შეეხება საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე ვენეციის კომისიის დასკვნის წინასწარ ვერსიას, რომელიც 22 სექტემბერს უნდა გამოქვეყნდეს, ტომას მარკერტის თქმით, მნიშვნელოვანია, საპარლამენტო უმრავლესობამ კომისიის მოსაზრებები გაითვალისწინოს. 
პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები მეორე მოსმენით 23 ივნისს მიიღო და მესამე მოსმენით მიღებას სექტემბრის ბოლომდე აპირებს.