ვერავითარი პროპაგანდისტული ძალისხმევა ვერ წარმოაჩენდა კაპიტალიზმის საშინელ ველურ სახეს, როგორც დღეს სოციალიზმის სიკეთენაზიარები ადამიანები განიცდიან. ეს დაახლოებით იმქვეყნად მოხვედრილ მხიარულ ადამიანის ბედს ჰგავს, სამოთხის კართან სიწყნარეს და უშფოთველობას რომ მოერიდა, დოლგარმონით მოქეიფეთა ლაღი სიმღერის ხმით მოჯადოებულმა ჯოჯოხეთი ისურვა და შესვლისთანავე მდუღარე კუპრში ყელამდე ჩაფლობით სასოწარკვეთილმა იკითხა, ის რა ქეიფის ხმა ისმოდაო? ეგ ჩვენი აგიტპუნქტი იყოო. პასუხი კი მიიღო, მაგრამ ჯოჯოხეთს შერჩა თავისი უზრუნვეელი ყოფის სურვილიანად.
სად არიან ის ადამიანები, სოციალიზმის სიკეთით განებივრებულები, ძირს იმპერიის ძახილით და რუსეთის ლანძღვით ქვეყანას რომ იკლებდნენ? რა გინდოდათ, გერმანელები მოსულიყვნენ, ბავარიის ლუდს დავლევდითო. ამგვარი მახინჯი ჭკუის კავალრებს ბავარიის ლუდი კი არა, ,,ბორჯომის“ დალევის საშუალება არ აქვთ, მოსპობილი სიკეთის ჭირისუფლები ლუკმა პურის საშოვნელად საქართველოდან გარბიან. რას იზამ, უკეთესი ცხოვრების სურვილით ჯოჯოხეთი მოინადირეს. ჯერ სად არის, ქვეყნის უკან გორებით ველური კაპიტალიზმის გაწამაწიაში გაღვიძებული ბატონ-ყმობა ისე მძლავრად შლის ფრთებს, რომ ყმებით ვაჭრობა ისევე არ გაგვიკვირდება, როგორც ახლა, ევროპული ცხოვრების მონებს, აღარ გვიკვირს ერთსქესიანთა შეუღლების სიბილწე. ევროპულ ფორანს კი იმ გზაარეულ დეკეულივით მივდევთ, პატრონის ძებნაში მისი შეჭმის მსურველებს რომ მიეტმასნა.
რა სიკეთე მოგვიტანა ევროპამ? კიდევ კარგი ჩვენი წინაპრები ევროპას დღევანდელი სკამოსნებივით არ ელაქუცებოდნენ, თორე ინკვიზიციის კაცთმოძულება და ინდულგენციებით ვაჭრობის სამარცხვინო გახსენება სატანის ბოდვასავით არ მოგვასვენებდა.
იქნებ იკითხოთ, მაშ, ევროპელები როგორ ისვენებენო? ერთსქესიანთა ქორწინებას და პედერასტების გარყვნილებას დროშად რომ გაიხდიან, იმათ რიღასი უნდა სცხვენოდეთ, როცა ამაზე დიდი სიბილწე და სირცხვილი აღარ არსებობს. ეს გარყვნილება დემოკრატიის სახელით ებრძვის ადამიანში არსებულ ყოველივე სპეტაკსა და წმინდას, ჩვენ ევროპული გზა ავირჩიეთო, აცხადებენ ხელისუფლების სათვეში წამოსკუპებული დოლარის საწვავზე მორგებული რობოტები და ვიღაც ვენეციელ ჯანი ბუკიკიოს ლამის ტუტუცებად ექცნენ. ის ბუკიკიოა თუ მარტო კიო ჩამოვიდა მისი შიშით დაფეთებულ ხელისუფლებიან საქართელოში და ჭკუას გვარიგებდა, რომ ერთსქესიანთა ქორწინების რეგისტრაციას ხელი არ უნდა შეეშალოს. ეტყობა, ძველი რომის ისტორიას ნაზიარებია, როცა გარყვნილმა ჰელიოგაბალმა რომაელებს მამაკაცის ასო ძეგლად დაუდგა. ის კი ავიწყდება, რომ სქესობრივი სიბილწის გზაზე შემდგარმა რომმაც კი ვერ აიტანა ბინძური იმპერატორი და სათანადოდ დასაჯა.
ჩვენ რა ჭირი შეგვეყარა, რომ ევროამერიკულ სიბილწესთან ასე მორჩილად შეგუებით, ლამის კავკასიაში მცხოვრები ხალხების საფრთხობელად ვიქეცით, სადაც ესოდენ იცავენ და უფრთხილდებიან წინაპართა უწმინდესი ზნეობის ტრადიციებს; შენთან ერთად ყოფნას კი არა, ჩამოსართმევად ხელს არ გამოგიწვდიან.
საქართველოს უცხოეთის მარიონეტი თავკაცები ევროამერიკული გობიდან გამოკვებულ პოლიტიკოსებთან და არასამთავრობო ჭიაღუასთან ერთად ვაზელინწაცხობილები რომ სხედან თავიანთი მბრძანებლის ერთ ადგილას, პედერასტების აღვირახსნილობების კანონების მიღებით რომ სურთ უფრო გაიმყარონ განცხრომა, რატომ ჰგონიათ, რომ საქართველოში ალგეთის მგლის ჯიში გადაშენდა და მისი ლეკვები აღარ იბადებიან?! საჯდომზე ბანტმორგებულ, გარყვნილ, უზნეო, უსირცხვილო, მყრალ გადაგვარებულთა წრიპინ-ყიყინში ერის ჯანსაღი შვილების მრისხანე ბორგვის ხმა თუ არ ესმით მათივე პრობლემაა, რომელიც ავ მუსაიფად და სავალალო ბედისწერად ექცევათ.
რანი ვიყავით და რანი ვართ ახლა? ყოველმხრივ განვითარებული მძლავრი სახალხო მეურნეობით; გამრავლებული, ჯანმაგარი, კეთილშობილი, ამაყი და სტუმართმოყვარე ქართველები. გვქონდა ყველაზე განვითარებული ქვეყნების ტოლი და სწორი სამშობლო, საიდანაც არავინ გარბოდა, რამეთუ საქართველოში ცხოვრება სანატრელი იყო. ვინ მოსთვლის სოციალიზმის გენიით სიკეთენაზიარებ ქართველი ხალხის გამარჯვებათა სიმრავლეს. სპეტაკი სულიერად და ზნეობრივად, წინაპართა საამაყო ცხოვრების ერთგულ, რუსთაველის იდეებით გასხივოსნებულ, სიკეთის და სიბრძნის ქურაში გამოწრთობილ, ამაყ ქართულ ჯიშ-ჯილაგს რომელი ბუკიკიო გაუბედავდა თავისი გარყვნილების ნაყოფით ქართველთა ამყრალების მცდელობას?! რომელ ქართველს დაესიზმრებოდა, რომ მოვიდოდა ისეთი დრო, როცა ევროამერიკული ჯადოების ლაქია პარლამენტი ელგებეტე გარყვნილების კანონს ისე მიიღებდა, რომ საწინააღმდეგოდ ერთი დეპუტატი ვერ ამოიკნავლებდა. რომელი ქართველი გლეხი იფიქრებდა, რომ დამოუკიდებელ საქართველოს ხელისუფლებად წოდებული არარაობა წინაპართა სისხლით გაპოხილ მიწას ისე გაუყიდდა, რომ ძროხის საბალახოდ გაშვება გაუჭირდებოდა; ჩინელი ტყიდან ცემა-ტყეპით გამოაგდებდა; გაყიდულ მდინარეში და ტყე-ველში სათევზაოდ და სანადიროდ არ გაუშვებდნენ. ასე გაძარცულ, დამშეულ და თვმოყვარეობაშელახულ სამშობლოდან გაქცევა მოენატრებოდა.
რა ძნელი იყო საქართველოს გამთლიანების, აყვავების და ბედნიერი ცხოვრებისკენ მიმავალი ეკლიანი გზა და რა იოტი ყოფილა მისი დაკნინება, გადაგვარებისთვის უზნეო არამზადა პარპაში. რა იცოდა მაშინდელმა ქართველმა, რომ სტომაქით მოაზროვნე უძღები არსებანი ისე გაუყიდიდნენ სამშობლოს, ფეხის დასადგმელ ადგილსაც არ დაუტოვებდნენ.
საქათმეში შეშფოთებულ ქათმების კრიახს დაემსგავსა რუსთავი 2-ის საქმეზე მთელ საქართველოში ატეხილი გაჭიანურებული აურზაური. ბოლოს საქართველოს უმაღლესმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და ყალბი დამოუკიდებლობა რეალურად მოგვაჩვენა. თურმე შენ ვინ გეკითხება, სტრასბურგის ვიღაც მოსამართლემ ერთი შეუბერა და მთელი ეს ალიაქოთი არარაობად აქცია, ხმის ამოღება კი არა, ამ ამბის გახსენებაც კი ზარავთ ამ დამოუკიდებლობადაბრალებულ ევროამერიკული ჯადოქრის ლაქია საქართველოში. იფიქრებდა კი ვინმე ძირს იმპერიის მგალობელი ქართული ეროვნული სიამაყის ესოდენ დაძაბუნების?!
რა ტანჯვა-წამების უბედურება არ გადაუტანია ქართელობას, მაგრამ ზნეობის, მორალის, სინდისის და ნამუსის სისპეტაკე, ეროვნული სიამაყე არ დაუკარგავს. ვერავითარ კოშმარულ სიზმარშიც ვერ წარმოიდგენდა დღევანდელ დამოუკიდებლობამდელი ქართულიი სინამდვილე, რომ დადგებოდა დრო თურქეთიდან ქართველ ქალებს მეძავობისთვის გამოაპანღურებდნენ. ყველაზე საზარელი მომავლის ილუზიითაც კი ვერავინ წარმოიდგენდა, რომ დაიბადებოდნენ ისეთი სულ-ხორცის არსებანი საქართველოში ქართველებისთვის ნორმალური ცხოვრების პირობების შექმნის მაგიერ, უცხოელების ჩამოსასახლებლად საქართველოს მოქალაქეობას ფლავივით დაარიგებდნენ. განა სასაცილო და სამარცხვინო არ არის რაინდული სულიერებით ნაკურთხი ქართველობისთვის მდიდარი სექსით მოტრაბახე არსების პრეზიდენტობა?! იფიქრებდა კი ვინმე, რომ დადგებოდა ისეთი დრო, როდესაც პრემიერი საჯაროდ მოიწუწუნებდა თბილისის ღამის კლუბებში უცხოელები ქართველ მამაკაცებს არ უშვებენო.
გაყალბება ყველაფრის შეიძლება, მაგალითდ, სკამის დამზადება, რომ დაჯდები და დაიშლება. ისტორიის გაყალბება ყველაზე პრესტიჟულ წარმოებად იქცა. ჩვენს დღევანდელ ყოფაში გასაკვირი არაფერი არ არის, მაგრამ თურქეთის საქართველოს ისტორიული მეგობრობა რომ დაიჯერო, წაღმართი ისტორია უკუღმართად უნდა წარმოადგინო, ამისათვის ფეხებით კი არა, ხელებით თავდაყირა უნდა იარო, რათა უკუღმართი გაიწაღმართო; შეძლებს კი ადამიანი ასე თავდაყირა დიდხანს ყოფნას?! გასაკვირი არ არის ადრინდელი მტერი დღეს მეგობრად შემოგეტენოს, რათა უფრო უკეთესად შეისრულოს განზრახული. ისტორიას რომ მიყალბებ, მტერს და მოყვარეს ერთმანეთში ისე მირევ, რომ მომავალმა თაობამ ავი და კარგი ვეღარ გაარჩიოს, ეს ჭეშმარიტ ქართველ მამულიშვილობად ჩაგეთვლება?!
როცა თავდაყირა დგეხარ, გაუკუღმართებული ჭირვეულობის ტყვეს, წაღმართი უკუღმართად მოგეჩვენება, სანამ ასეთი ყოფის ლიმიტი ამოგეწურება. ფეხზე დადგება და დღევანდელ ევროამერიკულ ლაქიად ყოფნის გახსენება შეგზარავს.
ვლანძღავთ რუსეთს, რომელმაც თვითონ განიცადა კაპიტალიზმის დოლ-გარმონზე მოლხენის ციებ-ცხელება, მძლავრი, აყვავებული, მომავლის იმედით შენელებული ცხოვრება ყველა ჯურის უძღებ არამზადათა საჯიჯგნი და გასაწეწი რომ გაუხდა. მიუხედავად ამისა, მთელი საბჭოთა კავშრის ვალების გადახდა იკისრა და მისი დახმარებით შექმნილი უზარმაზარი საწარმოები საჩუქრად შეგვატოვა ყოველგვარი ვალისგან თავისუფლებს. ჩვენ კი ევროამერიკულ ჭინკას კარნახით მრეწველობასთან ერთდ მოვსპეთ მეგობარი რუსეთის შემწეობით შექმნილი აურაცხელი სიკეთე და ბანანა რესპუბლიკათა შორის ჩამდგარ ღატაკებს თორმეტ მილიარდ დოლარიანი ვალიც წამოგვკიდა ჭინკას ხუსტურებზე როკვამ. ასე ხდება, როცა ქვეყანა დემოკრატიის სახელით აღვირაწყვეტილ მოძალადის ბრჭყალებში მოექცევა, სტომაქით მოაზროვნე თავკაცობა კი სიცრუის აბებით რომ ცდილობს ხალხის დაპურებას..
თანამედროვე ცივილიზაციით ტრაბახის მიუხედავად, საერთშორისო სამართალი ძველებურად მოძლადის ხუსტურებზე როკავს. ამის დასადასტურებლად ისტორიის ფურცლების ქექვა არ დაგვჭირდება, როცა ჩვენი თაობის თვალწინ ევროამერიკულ დემოკრატიად წოდებული სიცრუის ჭინკა სამართლიანობად აღრჭენს ადამიანთა სისხლით დასვრილ ღოჯებს.
იმპერიალიზმის მიერ საბჭოთ კავშირის დასაგლეჯად გამოზრდილი ფაშისტი მხეცი მათვე დაეტაკა და საშველად ისევ რუსეთს მიმართეს, რომელმაც შესაფერი ადგილი მიუჩინა გამძვინვარებულ ბოროტებას.
დამთავრდა მეორე მსოფლიო ომი და კაცობრიობამ შვებით ამოისუნთქა. სოციალიზმი ბრძენი ადამიანის ხელმძღვანელობით გიგანტურ ნაბიჯებს დგამდა ბედნიერი ცხოვრებისკენ მიმავალ გზაზე. ევროამერიკულ ჭინკას კი რუსოფობის ქეცი არ ასვენებდა. ატომური უპირატესობის მქონე საბჭოთა კავშირის გასანადგურებლად მის მთავარ ქალაქებს ბომბებს დააყრიდა, რომელში თბილისიც შედიოდა. თუ არა სტალინის ბრძნული ხელმძღვანელობა და ბერიას ენერგიული ძალისხმევა ატომის ბომბის შესაქმენლად, დაუსჯელობის გრძნობის ტყვეობაში, იმპერიალისტური კაცთმოძულება კაცობრიობას უბედურებას თავს დაატეხდა.
გარდაცვლილა სტალინი და იმპერიალიზმის წინააღმდეგ მებრძოლი ბერია მის დაქირავებული აგენტის ბრალდებით მოსპეს. ხელისუფლებაში დემაგოგი, ავანტიურისტი, კარიერისტი მიზანთროპების მოსვლით ქვეყანა სოციალიზმის სწორ გზას ასცდა.
საერთაშორისო ტაკიმასხარა ხრუშჩოვის თავქარიანობით საბჭოთა კავშირი დაამშიეს. დამახინჯებული სოციალზმი კი უნიჭო, კარიერისტ, დემაგოგთა ოთურმას კიდევ უძლებდა, სნამ მახინჯი ჭკუის თავტყირპიანმა ბედოვლათმა არ მოუღო ბოლო.
საბჭოთა კავშირის ხალხებს არნახული რბევა-ნგრევის უბედურება დაატყდა თავს. რუსეთს გამანადგურებელ ომში დამარცხებულის პარტახი შეეყარა. რაც სტალინის გენიალური ნიჭით და ხალხის კეთილდღეობისთვის თავდადებული, ბრძნული ხელმძღვანელობით შეიქმნა ველური კაპიტალიზმის რესტავრაციის სტომაქმა შთანთქა. მძლავრ და კაცობრიობის ბედნიერი მომავლის იმედ ქვეყანას საშინელი ქაოსი დაეუფლა, რომელსაც ევროამერიკული ჭინკა უარეს არარაობად გადაქცევას უმზადებდა.
აქ იჩინა თავი ძლიერის ნოტზე აწყობილმა საერთაშორისო კანონიერებამ. ,,ნატო“-მ აიწყვიტა. სოციალიზმის ბანაკის დაშლის შემდეგ თვითონაც რომ უნდა დაშლილიყო, პირიქით, ყოფილი სოციალისტური ქვეყნები შეიერთა და რუსეთის ისტორიულ მეგობარ სერბიას მოძალადის ბრალდებით საშინელი ძალადობა დაატეხა თავს. რუსეთი ანგარიშსაწევად და შეთანხმებული ვალდებულებების შესრულების ღირსად აღარ ჩათვალა, რამეთუ თვითონ რუსეთი ეგულებოდა რბევა-დაშლის ობიექტად.
მსოფლიო ომი დამთავრდა, მაგრამ ევროამერიკული ჭინკა დღემდე ომებით აშფოთებს დამოუკიდებლად ცხოვრების სურვილს. დაუსჯელობის გრძნობით გათავხედებულ მოძალადეს ისეთი სიყალბის შეთითხნის უნარი აქვს, თვითონაც გაეცინება. თვითონ რომ ჩაიდინეს ისეთი დანაშაული სერბებს დააბრალეს, არალეგალურად შექმნეს ჰააგის დანაშაულებრივი ტრიბუნალი, რომელიც არავითარ საერთაშორისო კანონმდბლობას არ ითვალისწინებს. ერაყში შეიჭრენ ქიმიური და ატომური ბომბის შექმნის ცრუ ბრალდებით და ქვეყანა გაპარტახება-სისხლის ღვრის უბედურებად აქციეს. რატომ არ ახსენდებათ ჰააგის ტრიბუნალი ამერიკის პრეზიდენტ ბუშის დასასჯელად რომელიც ამ უბედურებაში ყველაზე დიდი დამნაშავეა.
სააკაშვილმა მძინარე ცხინვალს გრადების სეტყვა დააყარა, რუსი სამშვიდობოები, რომლებიც იქ გაეროს ეგიდით იყვნენ, დახოცა, რატომ არ სთხოვენ პასუხს თავიანთ ძაღლიშვილს?! ამის მსგავსი რა ჩაიდინა სლობოდან მილოშევიჩმა, ჰააგის საკანში რომ ამოხადეს სული?! მათ მიერ შეკვეთილი ავანტიურა საქართველო რუსეთის ომად მონათლეს, ის კი ვერ გაუთვალისწინებიათ, რომ რუს-ქართველთა მეგობრობა ურყევია, რომელიც საერთო მტერთან ბრძოლებში ერთად დაღვრილი სისხლით არის შედუღაბებული და ევროამერიკული სტომაქით მოაზროვნე უძღები არსებების მუხთლობა მასში ბზარს ვერ შეიტანს.
ევროპას კი რა ეშველება რუსეთის დაქცევის სურვილი ახლიდან რომ მოეძალა. ძლიერის ილუზიით შებყრობილს ნაპოლეონის, ან ჰიტლერის სავალალო აღსასრული ჭკუის სასწავლებლად ვერ გამოუყენებია და ახლა რუსეთის საზღვრებთან, გოშია მარიონეტების თანხლებით, წკავწკავით იფხანს რუსოფობიით დაავადებულის განუკურნებელ ქეცს. რამეთუ კარგად იცის, რომ მისი დაკბენა ჯოჯოხეთის საგზურის მონადირებად ექცევა.
ევროპას თავისი ,,ნატო“-თი რუსეთის დაქცევის წარსულიდან მომავალი დაავადება აწუხებს. შენ რა გრჯის ქართველთა ერთგულ მეგობარს დიდ მტაცებელს ადევნებულ ტურასავით რომ უღრენ?! ისტორიაზე ამნეზია შეყრილს მოყვარე მტრად რომ გეჩვენება და შენი ფეხით მიძვრები მტაცებლის ხახაში. უფალს ყოველ ცისმარე დღეს ევედრე, რომ რუსეთი ჯანმაგარი და უძლეველი იყოს, თორე უმისოდ ისე მოგსპობენ, რომ შენ ნატარსაც მოასწორებენ.
ევროამერიკული ჭინკის საქართველოს პოლიტიკოსებად წოდებული უძღები არსებანი ჰყავს დოლარის ხიბლით მოჯადოვებლი, თორე ხალხი კარგად ხვდება მოყვარედ შემომძვრალ ბოროტების მზაკვრობას, უკუღმართს წაღმართად რომ გვალანდებენ.
ქართველმა ხალხმა კარგად იცის, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა რუსეთთნ ნორმალურ, მეგობრულ ურთიერთობის აღდგენას უცდის, რაც ქართელთა კეთილდღობის აღორძინების დასაწყისი იქნება. სწორედ ეს აშფოთებთ ევროამერიკელ ქორებს და ყოველმხრივ ცდილობენ, რომ მათი მაგიისგან თავისუფალი, ერის და ქვეყნის თავდადებულ მამულიშვლითა აზროვნების შებოჭვას. როდემდის გაგრძელდება ასე>?..
მუხთლობის გზაზე მავალ უძღებ არსებებსაც გაუთავდებათ გაყიდული სულის ფასად პარპაშის ვადა და მაშინ იგრძნობენ მათგანვე ნაღალატები ხალხის სამართლიან და პიროვნულ განკითხვის სუსხს, რომელზეც ევროამერიკული ჯადოს მზაკვრობა აღარ სჭრის.
5 სექტემბერი, 2017 წელი