რედაქტორისგან
უკრაინას და საქართველოს აშინებდათ პუტინის მეორედ შემოსვლა და მიიღეს სააკაშვილის მეორედ მოსვლა! - არნო ხიდირბეგიშვილი

      მას შემდეგ, რაც აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი და დონბასი რუსეთის ფედერაციის პროტექტორატები გახდნენ, საქართველოში და უკრაინაში ყველაზე მეტად რუსეთის მეორედ შემოსევისა ეშინოდათ, მაგრამ სააკაშვილის მეორედ მოსვლა მიიღეს!
სააკაშვილმა უკრაინას სამხრეთი მოსწყვიტა და დასავლეთსაც ჩამოაშორებს, ისევე, როგორც საქართველოს ჩამოაშორა სოხუმი და ცხინვალი. იმ განსხვავებით, რომ სეპარატისტულ ლვოვის ოლქს სააკაშვილი პოლონეთის სასარგებლოდ ჩამოაშორებს პოლონელების მხარდაჭერის სანაცვლოდ გეგმა „А“-ს განხორციელებაში - რაც გულისხმობს კიევის აღებას და პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და უმაღლესი რადას თავმჯდომარის თანამდებობების განაწილებას ოლიგარქ კოლომოისკისთან და ძველ საყვარელ ტიმოშენკოსთან.  „შაგინის“ საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე იმპროვიზებულ მიტინგზე სააკაშვილი შემთხვევით როდი გაჰყვიროდა და უკრაინელ მესაზღვრეებს პოლონეთის საზღვრისკენ უთითებდა: „ბიჭებო! შეხედეთ - როგორ ცხოვრობენ პოლონეთში, რა გზებია იქ! განა არ გინდათ, თქვენც ისევე ცხოვრობდეთ, როგორც პოლონეთში?!“.
2013 წელს, ევრომაიდნის დამთავრებისთანავე, საქინფორმი, სერიაში „ლიკვიდატორების ანატომია“ და სხვა მრავალრიცხოვან პუბლიკაციებში, აფრთხილებდა უკრაინელ ხალხსა და უკრაინის ახალ ხელისუფლებას, რომ სააკაშვილთან და მის ქართულ გუნდთან მეგობრობა უკრაინული სახელმწიფოს ლიკვიდაციით შემოუბრუნდებოდათ. მაგრამ ჩვენი გაგონება არ მოისურვეს, მხოლოდ მუქარის შემცველ წერილებს აგზავნიდნენ საქინფორმის რედაქციაში საქართველოში უკრაინის საელჩოდან...
დღეს კი, 4 წლის შემდეგ, პოროშენკოს ხელისუფლებამ თავისი შეცდომა აღიარა, მაგრამ უკვე გვიანაა - სააკაშვილმა მყარად გაიდგა ფესვები მის მიერ გასულელებულ პლებსში, მის მხარეზეა „ქართული ლეგიონი“, ბატალიონი „დონბასი“ და კოლომოისკის ბანდფორმირება. მალე მიუსწრებს ქართველი არტისტების აგიტბრიგადა - პიანისტი ბუნიათიშვილი, მომღერლები ნიჟარაძე, კიკაბიძე და ბურჭულაძე. მედიამხარდამჭერი დივერსიული რაზმი კი - პანფილოვის ბლოგერები და ტელეკომპანია „რუსთავი-2“ - უკვე დიდი ხანია, იქ არიან!მატერიალიზებულმა გვამმა სისხლის სამართლის დამნაშავის, ნარკომანის, სექსუალური მანიაკის და უპასპორტო აფერისტის, რომელსაც პუტინი კვერცხებით ჩამოკიდებას დაჰპირდა, რომელსაც ახლობლების საფლავებთან მდგარი ოსები სისხლის აღებით ემუქრებოდნენ, ქართველები კი გაგლეჯას უქადდნენ დახოცილი და გაუპატიურებული შვილებისა და ქმრების გამო, ყველას გასაოცრად მშვიდად ჩაატარა ტურნე აშშ-სა და ევროპაში, სადაც მაკკეინის, სოროსის, „ევროპის სახალხო პარტიის“ და პოლონეთის ხელისუფლების მხარდაჭერა მოიპოვა! და ახლა მასთან, რომელმაც თუნდაც ოპოზიციონერი, მაგრამ პოლიტიკოსის ოფიციალური სტატუსი დაიბრუნა, უკრაინისა და საქართველოს დასავლეთის მონა-მორჩილი ხელისუფლებები ვერაფერს ხდებიან...
სააკაშვილი რომ არ არსებულიყო, ის უნდა გამოეგონებინათ, როგორც ორსულობის ტესტი, რომლითაც უშეცდომოდ შეიძლება განსაზღვრა - არსებობს თუ არა ქვეყანაში სახელმწიფოს ჩანასახი. უკრაინაში ტესტმა უარყოფითი შედეგი აჩვენა, მალე ანალიზი საქართველომ უნდა ჩააბაროს (რომელმაც პირველად, თურმე, მხოლოდ ორი კვირის წინ გაუგზავნა უკრაინას სააკაშვილის ექსტრადიციის მოთხოვნა...).
საქმე ის არის, რომ თუკი ჩაიშლება ზემოთ ნახსენები გეგმა „А“ - ეგზალტირებული ბრბოს მიერ ხელში ატატებული დაბრუნდეს კიევში და იქ მესამე „ევრომაიდანი“ მოაწყოს - მაშინ სააკაშვილი გეგმა „Б“-ს აამოქმედებს, რაც ექსტრადირებულის როლში თბილისში მოხვედრას გულისხმობს, მერე კი, ეგზალტირებული ბრბოს მიერ ხელში ატატებული, გლდანის ციხიდან ავლაბრის სასახლეში გადაინაცვლებს, სადაც საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი მარგველაშვილი საზეიმო ვითარებაში დაუბრუნებს მესამე პრეზიდენტს საქართველოს მოქალაქეობას, მეორე „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ახალ ხელისუფლებაში თანამდებობის სანაცვლოდ.
რაც შეეხება უკრაინის პრეზიდენტს, ის ბაბაევის ფაბრიკის შოკოლადის კურდღლის მსგავსად შიგნით ცარიელი აღმოჩნდა, ამიტომ ვერ მოახერხებს, მზაკვარი შევარდნაძის მსგავსად ტექნიკურად გაექცეს სააკაშვილს. ერთადერთი, ვისაც ამ ტკბილი წყვილის - მიშკა სააკიანის და იულკა გრიგიანისაგან - პოროშენკოს გადარჩენა ჯერ კიდევ შეუძლია, არსენ ავაქიანი გახლავთ, იმიტომ, რომ ეთნიკური სომხებისაგან გადარჩენა მხოლოდ სომეხს შეუძლია. მაგრამ მიყუჩებულ ავაქოვს და პოროშენკოს, როგორც ბოლო მოვლენებიდან იგრძნობა, კარგი ინგლისურით მკაცრად დაელაპარაკნენ საქალაქთაშორისო ტელეფონით...
მაგრამ როგორც არ უნდა დამთავრდეს ეს კლოუნადა, პიარის სპეციალისტი სააკაშვილი დღეს უამრავ ფულს შოულობს მორიგი „ფერადი რევოლუციის“ მოწყობაში, იმიტომ რომ აკეთებს ერთადერთ საქმეს, რომლის კეთებაც იცის და რომელიც დასავლეთში კარგად ასწავლეს. თუმცა, არა მგონია, ამჯერად რამე გამოუვიდეს - საზარელი ჯამბაზი ჟანრის კრიზისს განიცდის და ზედიზედ შეცდომებს უშვებს! მაგალითად, უკრაინის სამართალდამცველ ორგანოებს მისი კრიზისმეუღლის - სანდრას გაჩხრეკა რომ გაებედათ, კოლჰოტებში აღმოუჩენდნენ ქმრის გაუქმებულ პასპორტს, რომელიც, როგორც სააკაშვილი ირწმუნებოდა, უკრაინელმა მესაზღვრეებმა „შაგინის“ საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე ავტობუსიდან მოჰპარეს.
უკრაინის სამართალდამცველ ორგანოებს სააკაშვილისათვის „ბავშვთა სამყაროში“ ნაყიდი „ნორჩი ტექნიკოსის“ კომპლექტის გამორთმევა რომ გაებედათ, რომელსაც ის ტელეკამერების წინ იქნევდა, როგორც სასტუმროს მეზობელ ნომერში მოპოვებულ მტკიცებულებას, აღმოჩნდებოდა, რომ ეს სულაც არ არის „ფარული სათვალთვალო მოწყობილობა, რომელიც შემთხვევით დარჩათ იქ უკრაინის სპეცსამსახურებს“, და თანაც მასზე მხოლოდ სააკაშვილის თითების ანაბეჭდებია!
სააკაშვილი, რაღა თქმა უნდა, თავხედი „ფრაერია“, რომელიც, როგორც ცნობილია, ტანკზე უარესია, მაგრამ საშინელი სისულელე იყო ფარულ ვიდეოთვალთვალში პოროშენკოს, პუტინისა და ასლან აბაშიძის დადანაშაულება მაშინ, როცა თვითონ საქართველოს 30 ათასზე მეტი ვიდეოფაილი უანდერძა მისი ბრძანებით საძინებელ ოთახებში, სასტუმროებში, ციხეებში, კაბინეტებსა და რედაქციებში ფარულად გადაღებული სექსუალური სცენებით, მათ შორის - მისი საკუთარი უახლოესი გარემოცვის ინტიმური ცხოვრებიდან! ამით სააკაშვილმა „ნანატრ“ საქართველოში მის მიერ ჩადენილი საშინელი საქმეები გაგვახსენა, რომლებიც თვითონ პროგრესირებადი ფსიქოზის და სიფილისის გამო დაავიწყდა, მაგრამ ამ ყველაფერს მას ციხის საავადმყოფოში გაახსენებენ...
„საქინფორმის“ მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2017 წლის 18 სექტემბერი
საქართველო, თბილისი