საზოგადოება
საქართველო, 15 სექტემბერი, საქინფორმი. სააკაშვილის ჯამბაზ-ლეიბორისტმა „დაუნ ვი დიკტეიტე“ ნათელაშვილმა თბილისის მერობის კანდიდატად ლეიბ-დაუნი გუგავა (დაიმახსოვრეთ „კუკავა“, ოღონდ ორი „გ“- თი) წარადგინა.
„ის ყოველთვის იდგა საქართველოს გადარჩენისათვის ბრძოლის ბარიკადებზე და ასეთი იქნება ის მაშინაც, როდესაც თქვენი ნებით გახდება თბილისის მერი. ვინმე დაგჩაგრავთ? გუგავა მოვა, თქვენ არ დაგჭირდებათ მისვლა, ავად გახდებით? გუგავა მოვა! ბანკი მოვა გამოსასახლებლად? გუგავა მოვა! წყალი გასკდება? გუგავა მოვა (ანუ მერე არავინ დაგჭირდებათ, „ჰერმესის“ გარდა - რედ.)! გზა გაითხრება? გუგავა მოვა! რამე გაჭირვება გექნებათ? გუგავა იქნება თქვენს გვერდით!“, - განაცხადა ნათელამ. პრეზენტაციამ ანრი ჯოხაძის ჰიტის - „მე მაინც მოვალ!“ - ფონზე ჩაიარა.