უცხოეთი
აფბა პროკურატურას ფონდ "იავნანას" საქმიანობით დაინტერესებისკენ მოუწოდებს

     საქართველო, 15 სექტემბერი, საქინფორმი.  ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია საქართველოს პროკურატურას მოუწოდებს პაატა ბურჭულაძის საქველმოქმედო ფონდ „იავნანა“-ს საქმიანობით დაინტერესდეს. განცხადება აფბა-ში მას შემდეგ გაკეთდა, რაც ფონდის შესახებ PosTV-მ ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა.
როგორც აფბა-ს წარმომადგენელმა ანდრია გვიდიანმა განაცხადა, მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში უნდა გაირკვეს, რა მიზნებისთვის იხარჯებოდა მილიონობით ლარი, რომელსაც ქართული საზოგადოება, წლების განმავლობაში, შეჭირვებული მოსახლეობის დასახმარებლად ფონდ „იავნანას“ და მის დამფუძნებელსა პაატა ბურჭულაძეს ანდობდა. აფბა დარწმუნებულია, რომ ამ საქმეზე, მიუკერძოებელი, სწრაფი და ეფექტური გამოძიების ჩატარება საკუთრივ ფონდი “იავნანას” და მისი ხელმძღვანელის ინტერესებში უნდა შედიოდეს. პაატა ბურჭულაძემ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ პოლიტიკური მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისთვის" შექმნა, თუმცა მისმა მოძრაობამ საარჩევნო ბარიერი ვერ გადალახა, რის შემდეგაც ოპერის მომღერალმა საქართველო დატოვა. 9 სექტემბერს ის რუსეთში მიხაილოვსკის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დაინიშნა.