საზოგადოება
დიდთოვლობის გამო გუდაურში ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია

gudauriგუდაურში 14 საათის განმავლობაში გადაუღებლად თოვდა, რის გამოც გუდაური-კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროებაა. დიდთოვლობის გამო, მოძრაობა შეზღუდულია მლეთა-გუდაურის გზაზე.

ამ მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. გზის დანარჩენ მონაკვეთებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.