აქტუალური
სტატია „ენგურჰესის თაღოვანი კაშხალი - მეოცე საუკუნის საინჟინრო მიღწევა“ UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ოფიციალურ გამოცემაში გამოქვეყნდება

     საქართველო, 15 სექტემბერი, საქინფორმი. ჟურნალ World Heritage-ის შიდა ორმაგი ყდის (ორი გვერდის) მომსახურების შესყიდვას სსიპ – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განახორციელებს. ამას მთავრობის განკარგულება ითვალისწინებს, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აწერს. განკარგულება საკანონმდებლო მაცნეში 12 სექტემბერს გამოქვეყნდა.