საზოგადოება
თურქეთში პარხალის მონასტრის სარეაბილიტაციო სამუშაოებში ქართული მხარე ოფიციალურად ჩაერთვება

    საქართველო, 15 სექტემბერი, საქინფორმი. ხვალიდან, 2017 წლის 16 სექტემბრიდან თურქეთში ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლის – პარხალის მონასტრის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება და პირველად ამ პროცესში ქართული მხარე ოფიციალურად ჩაერთვება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
ინფორმაციით, რომელიც ტაო-კლარჯეთიდან კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ჩამოიტანა, რესტავრაციის პროცესში ქართველი სპეციალისტები - სამხატვრო აკადემიის რესტავრატორები ჩაერთვებიან.
„ეს, რა თქმა უნდა, იქნება ძალიან კარგი გადადგმული ნაბიჯი იმისთვის, რომ ძეგლის პირვანდელი იერსახე შენარჩუნდეს. მივესალმებით ამ ფაქტს და ვფიქრობთ, ეს არის ძალიან კარგი თანამშრომლობის შედეგი“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.