სამართალი
აგდებენ პასპორტებიდან ჩიპებს და ყრიან! - მოქალაქეები სარფის გამშვებ პუნქტზე თურქი მებაჟეების ქმედებებზე საუბრობენ

    საქართველო, 15 სექტემბერი, საქინფორმი. პრობლემები სარფის გამშვებ პუნქტზე - მოქალაქეები, რომლებიც თურქეთში გადასვლას ცდილობენ, ამბობენ, რომ ბოლო 10 დღეა, მათ ნეიტრალური ზონიდან განმარტებების გარეშე უკან აბრუნებენ და თურქი მებაჟეები რამდენიმედღიან შეზღუდვებს უწესებენ. მათივე თქმით, ისინი თურქეთში სამუშაოდ ყოველდღიურად გადადიან, ნაწილს კი გასაყიდად პროდუქცია გადააქვს.