აქტუალური
სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების საკითხის განხილვა დაიწყება, როგორც კი ის ამის თაობაზე პრეზიდენტ მარგველაშვილს მიმართავს

    საქართველო, 15 სექტემბერი, საქინფორმი. „არსებობს უმარტივესი პროცედურა იმისათვის, რომ პრეზიდენტმა დაიწყოს მოქალაქობის საკითხის განხილვა, იფიქროს, მიანიჭოს თუ არა მოქალაქეობა. საჭიროა, არსებობდეს ამ პირის განცხადება, რომ მას სურს მოქალაქეობა. პრეზიდენტი ვალდებული იქნება, ასეთი საკითხი განიხილოს, მაგრამ ჯერ ასეთი მიმართვა არ არსებობს“, - განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.