პოლიტიკა
კახა კალაძე „საქინფორმის“ ეჭვებს ადასტურებს - ოპოზიციური პარტიების დეკლარაციებში მითითებული თანხებით საარჩევნო კამპანიის წარმოება შეუძლებელია!

      საქართველო, 15 სექტემბერი, საქინფორმი. გუშინ, 2017 წლის 14 სექტემბერს, საქინფორმმა გამოაქვეყნა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემები მიმდინარე შემოწირულებების მონიტორინგის შუალედური შედეგების შესახებ. სარედაქციო პუბლიკაციის სათაურია 2017 წლის 1 ივლისიდან 12 სექტემბრის ჩათვლით საქართველოს რესპუბლიკურმა პარტია  40 ლარის ოდენობით  შემოწირულება მიო - ვინ იხდის რესპუბლიკელთა ტელერგოლების ფულს?“ და მასში, კერძოდ, ნათქვამია: „ეს საკმაოდ გასაკვირია, იმიტომ რომ რესპუბლიკელები ხმაურიან წინასაარჩევნო კამპანიას ატარებენ, მათ შორის, გამუდმებით ატრიალებენ რგოლებს სააკაშვილის ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის პრაიმტაიმში (რადიო და ტელეეთერში რეკლამის განთავსებისათვის განსაკუთრებით ხელსაყრელ და მაღალანაზღაურებად დროს), რომლებიც, ძირითადად, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან დაპირისპირებაზეა აგებული. ცხადია, რომ მათ წინასაარჩევნო კამპანიას (რესპუბლიკური პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის“, „ევროპული საქართველოს“ და სხვათა - რედ.) აფინანსებენ უცხოელი სპონსორები - სხვადასხვა დასავლური ინსტიტუტი და ფონდი, მათ შორის - სოროსის ფონდი და მაკკეინის ინსტიტუტი, თანაც - არალეგალურად“.
იმავე დღეს, ანუ გუშინ, 2017 წლის 14 სექტემბერს, თბილისის მერობის კანდიდატმა „ქართული ოცნებიდან“ კახა კალაძემ ჩვენი რედაქციის იდენტური აზრი გამოთქვა, რითაც საქინფორმის ეჭვები დაადასტურა:
ის, რასაც ჩვენ ვხედავთ დეკლარაციაში მითითებულ თანხებს, შეუძლებელია იმ თანხებით საარჩევნო კამპანიის წარმოება. თქვენ თუ შეხედავთ, შემოწირულობები, რომელიც "ქართულ ოცნებას" გააჩნია და რომელიც აბსოლუტურად გამჭვირვალეა ყველასთვის, თუმცა თუ შევხედავთ ოპოზიციური პარტიების შემოწირულობებს და მათ საარჩევნო კამპანიას, აშკარად ჩნდება კითხვები და, ალბათ, შესაბამისი სამსახურები უნდა დაინტერესდნენ“, - განაცხადა მან.
საქინფორმი ხაზს უსვამს, რომ კალაძე - პირველი და ერთადერთი პოლიტიკოსია საქართველოში, რომელმაც გაბედა და განაცხადა ჩრდილოვანი ფინანსური წყაროების არსებობის შესახებ პარტიებისთვის, რომლებიც სარგებლობენ დასავლეთის იმ ცნობილი სახელმწიფო და ნახევრად სახელმწიფო ინსტიტუტებისა და ფონდების ღია და ფარული მხარდაჭერით, რომლებიც გადამწყვეტ გავლენას ახდენენ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე!
საქინფორმი იმედოვნებს, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახური დაპირებას შეასრულებს და კონკრეტული პარტიებისთვის არალეგალური შემოწირულებების შემოწმების შემდეგ საქმე შემდგომი გამოძიებისთვის საქართველოს სამართალდამცველ ორგანოებს გადაეცემა.
საქინფორმი შეგახსენებთ, რომ როგორც გუშინწინ განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს ძალიან დიდი საბიუჯეტო დავალიანება აქვს, მაგრამ სახელმწიფო არანაირ ზომებს არ მიმართავს...
იბადება შეკითხვა - რატომ არ იხდის „რუსთავი 2“ გადასახადებს, როცა ზემოხსენებული ოპოზიციური პარტიებისგან წინასაარჩევნო რეკლამისთვის უზარმაზარ ფულს იღებს? თუ „რუსთავი 2“ მათ სააგიტაციო რგოლებს „უანგაროდ“ ატრიალებს, რაც კანონით დასჯადი დანაშაულია?!