უცხოეთი
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა თურქეთიდან ელჩი გაიწვია

    საქართველო, 14 სექტემბერი, საქინფორმი. 
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა თურქეთიდან ელჩი გაიწვია. ამის შესახებ ინფორმაცია ილჰამ ალიევის პრესამსახურმა გაავრცელა. 
"აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა განკარგულებას თურქეთში და ამავდროულად მალედონიაში ფაიკ ბაგიროვის გაწვევის შესახებ", - ნათქვამია განცხადებაში. 
პრეზიდენტის გადაწყვეტილების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.