სამართალი
2017 წლის 1 ივლისიდან 12 სექტემბრის ჩათვლით ყველაზე მცირე შემოწირულება - 40 ლარის ოდენობით - რესპუბლიკურ პარტიას აქვს მიღებული

     საქართველო, 14 სექტემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მიმდინარე შემოწირულებების მონიტორინგის შუალედურ შედეგებშია ნათქვამი. ამავე პერიოდში ყველაზე მეტი შემოწირულება მიღებული აქვს ქართულ ოცნებას“ 7 343 993 ლარის ოდენობით, მას მოსდევს ევროპული საქართველო“ - 323 675 ლარი და 45 თეთრი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ - 15 600 ლარი, ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“ - 15 300 ლარი.
საერთო ჯამში, პარტიების მიმართ შემოწირულებების საერთო ოდენობამ 7 726 993 ლარი და 45 თეთრი შეადგინა.  რაც შეეხება ნაციონალური მოძრაობის შემოწირულებებს, პარტია თანხის ოდენობით მეშვიდე ადგილზეა. მათმა დაფინანსებამ 5 532 ლარი შეადგინა.