აქტუალური
საქართველო, 14 სექტემბერი, საქინფორმი. ვაშინგტონში ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის თავდაცვისა და უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. მხარეებმა განიხილეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხები. საქართველოს წარმომადგენლებმა წარადგინეს განახლებული „ეროვნული სამხედრო სტრატეგია", აშშ-ის მხარემ კი შეხვედრის მონაწილეებს პრეზიდენტ ტრამპის მიერ გამოცხადებული ეროვნული თავდაცვის სტრატეგია და ახალი სამხრეთ-აღმოსავლეთის პოლიტიკა გააცნო.
მხარეებმა კიდევ ერთხელ მოუწოდეს რუსეთს, შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და გაიყვანოს სამხედრო ძალები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებიდან. საუბარი შეეხო საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასაც.