სამართალი
«ეს არის შიდა პოლიტიკური საკითხი, რომელიც პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა გადაჭრან“ - კურტ ვოლკერი

     საქართველო, 14 სექტემბერი, საქინფორმი. ეს განცხადება ამერიკის ჯონ მაკკეინის საერთაშორისო ლიდერობის ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა კურტ ვოლკერმა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით გააკეთა.
ეს არის შიდა პოლიტიკური საკითხი, რომელიც პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა გადაჭრან. ერთ-ერთი თემა, რომელიც დისკუსიის დროს წამოიჭრა, იყო ის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური საკითხია. ის ადგენს წესებს, რომელთა მიხედვითაც პოლიტიკა ტარდება. ეს არ არის მხოლოდ ის, რომ მოიპოვო ხმები ცვლილებების განსახორციელებლად. ის აყალიბებს კონსესუსს საზოგადოებაში, თუ როგორი ტიპის დემოკრატია იქნება საქართველო, - განაცხადა ვოლკერმა.