აქტუალური
კურტ ვოლკერი: თავისუფალი მედიასივრცის დაცვა ხდის დემოკრატიას წარმატებულს!

     საქართველო, 14 სექტემბერი, საქინფორმი. უკრაინაში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი კურტ ვოლკერი აცხადებს, რომ საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე მედიის თავისუფლების დაცვა აუცილებლად სჭირდება.
გამოხატვის თავისუფლება და დებატები საზოგადოებაში დემოკრატიის ჯანსაღი ფუნქციონირებისთვის უმნიშვნელოვანესია. ეს აქვს ყველა წარმატებულ დემოკრატიას. ამიტომაა მნიშვნელოვანი ის საქართველოსთვისაც. არ შევეხები დეტალებს. ვიცი, რა გადაწყვეტილება მიიღო ევროპულმა სასამართლომ რუსთავი2-თან დაკავშირებით და კარგია, რომ ეს ტელეარხი ფუნქციონირებს. დამოუკიდებლობა, თავისუფალი მედიასივრცის დაცვა და საზოგადოებაში შეხედულებების მრავალფეროვნება ხდის დემოკრატიას წარმატებულს, - განაცხადა კურტ ვოლკერმა.