საზოგადოება
„ქართული ოცნების“ ბათუმის მერობის კანდიდატი: მოვდივარ კონკრეტული პროგრამით

     საქართველო, 14 სექტემბერი, საქინფორმი.არ მოვდივარ ცარიელი ხელებით, მოვდივარ კონკრეტული პროგრამით, რომელიც დაფუძნებულია ოთხ ძირითად მიმართულებაზე, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ბათუმის მერობის კანდიდატმა ლაშა კომახიძემ განუცხადა.
მისივე განმარტებით, ეს მიმართულებები, პირველ რიგში, არის ბათუმელების საჭიროებაზე დაყრდნობილი ურბანული პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება, ასევე, ქალაქის ეკონომიკური პროფილის გაძლიერება, მუნიციპალური სერვისების კიდევ უფრო გაუმჯობესება და ზოგადად, ქალაქის სივრცითი და ფუნქციური განვითარება.
ლაშა კომახიძე ბათუმის მერობის კანდიდატად პრემიერ-მინისტრმა, პარტიის თავმჯდომარემ გიორგი კვირიკაშვილმა წარადგინა.