საზოგადოება
გაერო საქართველოს ექსპრეზიდენტისა და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის გარშემო შექმნილ სიტუაციას აკვირდება

    საქართველო, 13 სექტემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ განცხადება კიევში ვიზიტით მყოფმა გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის მონიტორინგის მისიის თავმჯდომარემ ფიონა ფრეიზერმა გააკეთა. რაც შეეხება ბატონ სააკაშვილს, ჩვენ, როგორც გაეროს სისტემის შემადგენელი ნაწილი, ვიცნობთ ამ საქმეს და გაეროს სხვა სააგენტოები აღნიშნულ საქმეს დეტალურად აკვირდებიან, - უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას ფრეიზერმა.
მიხეილ სააკაშვილის ბრალი უკრაინის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთაში ედება. სააკაშვილმა საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის შესახებ ადმინისტრაციულ პროტოკოლს ხელი მოაწერა.