აქტუალური
“ევროკავშირმა უნდა შეინარჩუნოს კოლექტიური ზეწოლა რუსეთზე, რათა საქართველომ აღადგინოს კონტროლი ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე” - ევროპარლამენტი

     საქართველო, 13 სექტემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ აღნიშნულია აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტამდე ევროპარლამენტარების მიერ მომზადებულ ანგარიშში. დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ რუსეთზე კოლექტიური ზეწოლა უნდა შენარჩუნდეს, რათა მოხდეს მინსკის შეთანხმების რეალიზაცია და უკრაინამ აღადგინოს კონტროლი ყირიმის ნახევარკუნძულზე, მოლდოვა - დნესტრისპირეთზე. გარდა ამისა, აღიკვეთოს სხვა სახის საფრთხეები, რითაც რუსეთი ამ სახელმწიფოებში დესტაბილიზაციას ცდილობს.
ევროკავშირი ახალი საინვესტიციო გეგმის შემუშავებას აპირებს. დოკუმენტის სამუშაო ვერსია ევროპარლამენტის საიტზეა განთავსებული. მომხსენებლები არიან კნუტ ფლეკენშტაინისოციალ-დემოკრატებიდან და ლაიმა ანდრიკენე ევროპის სახალხო პარტიიდან. ამ დოკუმენტს ხვალ, 14 სექტემბერს ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი განიხილავს.