აქტუალური
უკრაინა სუვერენული სახელმწიფოა და თვითონ უნდა გადაწყვიტოს, ჰქონდა თუ არა ადგილი სამართლებრივ დარღვევას - იან კელი

    საქართველო, 13 სექტემბერი, საქინფორმი. ასეთი კომენტარი გააკეთა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა იან კელიმ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით.
ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი პარტნიორობა როგორც საქართველოსთან, ისე უკრაინასთან. უკრაინაში მომხდარ ინციდენტზე ვიტყვი ერთს - მნიშვნელოვანია, რომ პროცესი იყოს დეტალური და ჯეროვანი, რადგან ამ საკითხში ჩართულია სამართლებრივი კუთხე.
უკრაინა სუვერენული სახელმწიფოა და თვითონ უნდა გადაწყვიტოს, ჰქონდა თუ არა ადგილი სამართლებრივ დარღვევასა და გადაცდომას“, -  განაცხადა იან კელიმ.