სამართალი
"მის უკან დგას ძალიან დიდი ძალა... როგორი უსუსურიც იყო გუშინ საზღვარზე უკრაინის ხელისუფლება, იმაზე უსუსურია ქართული ხელისუფლება" (ვიდეო)

     საქართველო, 13 სექტემბერი, საქინფორმი. “მის უკან დგას ძალიან დიდი ძალა და უკრაინაში სააკაშვილის გამოჩენა არის ძალიან დიდი პროექტის ნაწილი”, - აცხადებს "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე და არ გამორიცხავს, რომ ამ პროექტში საქართველოც იყოს ჩართული. ბურჯანაძე ამბობს, რომ საქართველოს მოსახლეობა "პროვოკაციას არ უნდა წამოეგოს" (ვიდეო იხ. აქ).
"თუ კიდევ ამ პროვოკაციას წამოეგება საქართველოს მოსახლეობა, რომ ოღონდ მიშა არ მობრუნდეს და ქართულ ოცნებას მისცემს ხმას, თითოეული ის ადამიანი, ვინც ქართულ ოცნებას ამ ნიშნით შემოხაზავს, უზრუნველყოფს სააკაშვილის ჩამოსვლისათვის კიდევ ერთი აგურის დადებას... როგორი უსუსურიც იყო გუშინ საზღვარზე უკრაინის ხელისუფლება, იმაზე უარესად უსუსრია დღევანდელი ქართული ხელისუფლება", - განაცხადა ბურჯანაძემ.