საზოგადოება
ჩვენი მიზანია, მიხეილ სააკაშვილი წარდგეს ქართული მართლმსაჯულების წინაშე - აცხადებს საქართველოს მმართველი პარტია

    საქართველო, 13 სექტემბერი, საქინფორმი. “კლოუნადა და ავანტიურა”, - ასე აფასებენ უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე განვითარებულ მოვლენებს ქართულ ოცნებაში”.
მიჰყ სააკაშვილმა ხელი თავის ჩვეულ საქმეს. ეს არის ავანტიურა, მეტი არაფერი. თუ სააკაშვილს უკრაინა და მისი იმიჯი ადარდებს, ასეთი ქცევა, რაც მან საზღვარზე გააკეთა, სცდება ყოველგვარ ზღვარს. თუმცა, ეს ჩვენ არ გვეხება, ჩვენი პოლიტიკური სპექტრისთვის ის დიდი ხანია გაკოტრებულია. ჩვენთვის ამ შემთხვევაში სააკაშვილი არის შესაბამის სისხლის სამართლის საქმეებში ეჭვმიტანილი დანაშაულებში და ჩვენი მიზანია, რომ ის წარდგეს ქართული მართლმსაჯულების წინაშე. დანარჩენი რაც ხდება უკრაინაში, ეს არის უკრაინის შიდა პოლიტიკური საკითხი, - განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა.
კლოუნადა, რაც სჩვევია ამ პოლიტიკოსს თუ ყოფილ პოლიტიკოსს, არის სახეზე და დანარჩენი უნდა გადაწყვიტოს უკრაინის სასამართლომ და შემდეგ აქ უნდა შესაბამისი ზომები გატარდეს. ეს არის უკრაინის შიდა საქმეები იქამდე, სანამ სასამართლო არ განიხილავს საქართველოს პროკურატურის მიმართვას, რომელიც კიდევ ერთხელ გაეგზავნა 1 სექტემბერს, - აცხადებს პარლამენტის ვიცე სპიკერი გია ვოლსკი.